პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: მოსწავლეები ჩაატარებენ
კვლევას დაბინძურებული მდინარეებისა და წყლების შესახებ.
პროექტის აქტუალობა:როგორ შეუნარჩუნოთ
სოფელს სუფთა გარემო, სუფთა მდინარეები
და წყლები.
პრექტის მიზნები: კვლევა ძიების, კრიტიკული აზროვნების
უნარ ჩვევების გამომუშავება.
მონაწილეთა ასკი:13-15 წ.
ვადები/ხანგრძლივობა:3 თვე.
მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
შეიქმნება პლაკატები, ბუკლეტები , პრეზენტაციის ფაილები, ფოტო სურათები, შეიქმნება
ბლოგი, რომელზეც განთავსდება შექმნილი ელექტრონული მასალები, შეიქმნება ანგარიში.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები :კომპიუტერი,
ინტერნენტი, ფოტოაპარატი .
პროექტის მსვლელობა (ძირიტთადი აქტივობები ):შემდეგ
შეიქმნება პროექტის გეგმა და მისი განხორციელების
ეტაპები. მოსწავლეთა ერთ ნაწილს დაევალება თავიანთ სოფელში ჩაატარონ კვლევა,როგორ
და ვის მიერ ბინძურდება გარემო. მოსწავლეების მეორე ნაწილი შეხვდებიან მედიცინის მუშაკებს, გარკვევენ რამდენად საზიანოა
მოსახლეობისათვის დაბინძურებულ მდინარეში ბანაობა
და თევზაობა. ნაწილი კი დაამზადებენ ბუკლეტებს,
„ნუ დაანაგვიანებ მდინარეებს“, შემდეგ მოსახლეობაში დაარიგებენ ბუკლეტებს. ამის შემდეგ
მოსწავლეები მოაწყობენ მდინარეების დასუფთავების აქციას, სადც გადაიღებენ ფოტოებს.
შემდეგ მოსწავლეები შექმნიან საპრეზენტაციო ფაილებს. მომზადდება დასკვნა და მოხდება
აზრთა შეჯერება. შეიქმნება პროექტის ანგარიში და მოხდება პროექტის პრეზენტაცია, სკოლის
სხვა მოსწავლეების, მასწავლებლებისა და მშობლების წინაშე.
პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი):ხათუნა წინწკალაძე.
ხელმზღვანელის ელ. ფოსტა :xaticinckilo@gmail.kom
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:
Комментариев нет:
Отправить комментарий